განა შეიძლება ჭეშმარიტება თავს მოხვეული იყოს?

განა შეიძლება მას მატრივობა არ ახასიათებდეს?

განა შეიძლება   იგი სიყვარულით არ იყოს გაჟღენტილი?

განა შეიძლება ის მთელი გულით არა გიყვარდეს?

 

ნუთუ შეიძლება ჭეშმარიტება მრავალი იყოს?

ნუთუ შეიძლება  იგი არაწმინდას ეხებოდეს?

ნუთუ შეიძლება მას გვერდს რომ უვლიდეთ?

ნუთუ შეიძლება მას მთელი ძალით არ ვიცავდეთ?

 

ასე შეიძლება შენს ქვეყანას შენ გამოადგე...

ასე შეიძლება სიცოცხლეს სიბრძნე მიეცეს...

შეიძლება ამ ყველაფერს ღრმად ჩაუფიქრდეთ?!

ეს ყველაფერი ხომ შეიძლება სიმართლე იყოს.

 

 

 

 

წელიწადის გვირგვინი

კურთხეული ჟამნი,

პოეტების  დამთები

კარნი საოცარნი....

 

საზეპურო დროის ,

უმაღლესი მხატვრის მადლნი

ჩემი ქვეყნის სილამაზის

ოთხნი ზღაპარნი.

 

ღვთის იარაღნი

სულის ალნი,

წელიწადის გვირგვინი,

კურთხეული ჟამნი.

 

 

 

 

თბილისური აივნების
ჩუქურთმის დარიკულების
დარდებს გულში გავივლებდი
და შორიდან გიყურებდი

ვჩურჩულებდი ორთაჭალას
მეტეხსა  თუ ვარაზისხევს
ჭიქა ღვინით ვიკრებ ძალას
გულს თუ მონატრება მიხევს

სადღაც მიგამგვანე ქუჩას
ჩავეხუტე თბილისურად
მხოლოდ ფიქრი გამიყუჩდა
ჰააგაში ვიყავ სტუმრად

ჩემით მოკვდეს ნოსტალგია
მოკვდეს, მოკვდეს, მოკვდეს მალე
მთაწმინდაზე დამირგია
ჩემი გული

                  

თბილისური აივნების
ჩუქურმის და რიკულების
დარდებს გულში გავივლებდი
და შორიდან გიყურებდი

 

 

 

 

შემოეგება კალამს ფურცელი,
რითმა შეშალა ფოთლის შრიალმა.
მონატრებების მინდვრებს მოცელილს,
ლოცვა ეამა.
ტატუდ, ვატარებ მე სიმარტოვეს.
დამედაგება ამაყი მზერა.
ლექსებთან ერთად რომ ,მიგატოვე.
ეს, მეც არ მჯერა.
იაქედ იჯდა ,ვერხვის შტოებში
გაგორებული ,ბერხემის მთვარე.
ცოდვებთან ბრძოლას, ვეღარ მოვეშვი,
ვერც შევიყვარე.
ფიქრები? ჯავრის ჯარად დადიან,
მტევნები სცვივა ვენახს დასეტყვილს.
ამ ლექსებს ჩემსას, ლექსებს დარდიანს.
ღამე რას ეტყვის.
ჩავეხუტებით როცა ნისლიანს,
ფერხულის ცეკვით ,მე და ვერხვები.
მთელი ქვეყანა შემომივლია
შენ კი ვერ გხვდები.
შორს მე და მთვარე ვიდექით მარტო,
ვიდექით მარტო ,იმედით ზეცის.
და რაც შენ გტკივა ჩემო ერატო,
მტკიოდა მეც ის.
შემოთენებულ ,მუზებად გეძებ.
მეუცხოვები რითმებად შეშლილს.
მეწვის დედის რძე ,გამშრალ ბაგეზე
ტატუს კი ვერ ვშლი.
ამოამღერა ლექსი არღანმა.
სდუმს, ყომარბაზი რითმა მთვლემარე.
მე ,სიყვარულმა შენმა დამღალა
ღმერთს მივებარე..

 

 

 

 

ენკენისთვე
                          

როცა დაჭკნება იასამანი
ცხელ ზაფხულს ტურფა თვალი  ეთხრება
ფოთლის ფრიალით,გრილი სალამი
ენკენის სიოს უთხრეს ვერხვებმა

მიდის ზაფხული მწვანე და მწველი

მალე კაკალი დაიფერთხება
ტანთ შემოდგომის ყვითელი ველი
ქურქად ჩაიცვეს ტურფა ვეფხვებმა
აჭრიალდება სკოლის მერხები
მერცხალი მორცხვად გაიტრუნება
რას შევადარო ამას ვერ ვხვდები
ეს მშვენიერი დედა ბუნება,
როცა დაჭკნება იასამანი...

 

 

 

 

 

ბებიას დარიგება


ყოფილა წამი როცა ცხოვრება მომბეზრებია
ნაღრძობი გული  საგულეში არა მდებია
ეს ხასიათი მეგობრებზეც გადამდებია
არ შეიტყოო მარიგებდა ჩემი ბებია

დარდის მალამოდ მოედება შენს გულს ხალისი
ფერებს შეისხავს სულის ტილო,მოვა მაისი
წამი წუთს ავსებს ცხოვრებაა ყლუპი ჩაისი
აღმართს დაღმართი მოზდევს ბებო აისს დაისი

მხედარი უნდა იყოს კაცი სულის თავისი

 

 

 

 

 

 

მზეს თაფლისფერი ჰქონდა თვალები
იასამანის საღამო ეცვა
ზღვაში შეჭრილი ფერისცვალების
სევდა ნარევი ფრთა შეეკეცა
და ტალღის შრიალს, შრიშინი ფანქრის
აჰყვა კვალდაკვალ, შალა სიშორე.
ვიყავი ყველგან, სად ქარი დაჰქრის.
და სხვა სამშობლო ვერსად ვიშოვე.
ჩემში? ქართული რეკენ ზარები.
მიჩანჩქერებენ მთები ბარძიმებს.
მგზავრულ სიმღერად დავიარები
შარად,
შორს,
შურის,
შარი მამძიმებს.
და იყო ასე ზღვა რეცხდა ქვიშას.
ვეგუებოდი მეც ჩემს განაჩენს,
რაჭაში მინდა სხვა არა მიშავს
დაღლილ ტალღებად ვიტყვი დანარჩენს.
ნაპირზე დავრჩი ნაფეხურებად,
ცივი ცრემლები  სცვივა წამწამებს.
მე მიწა წიგნად დამეხურება
და პოეტობას ბედი დამწამებს.
მზეს თაფლისფერი ჰქონდა თვალები
იასამანის საღამო ეცვა
ზღვაში შეჭრილი ფერისცვალების
სევდანარევი ფრთა შეეკეცა

 

 

 

 

 

 

განა შეიძლება ჭეშმარიტება თავს მოხვეული იყოს?
განა შეიძლება მას მარტივობა არ ახასიათებდეს?
განა შეიძლება   იგი სიყვარულით არ იყოს გაჟღენთილი?
განა შეიძლება ის მთელი გულით არა გიყვარდეს?

ნუთუ შეიძლება ჭეშმარიტება მრავალი იყოს?
ნუთუ შეიძლება  იგი არაწმინდას ეხებოდეს?
ნუთუ შეიძლება მას გვერდს რომ უვლიდეთ?
ნუთუ შეიძლება მას მთელი ძალით არ ვიცავდეთ?

ასე შეიძლება შენს ქვეყანას შენ გამოადგე...
ასე შეიძლება სიცოცხლეს სიბრძნე მიეცეს...
შეიძლება ამ ყველაფერს ღრმად ჩაუფიქრდეთ?!
ეს ყველაფერი ხომ შეიძლება სიმართლე იყოს.



 



ადამიანის ბუნება ტკბილი,
ტკბილი ერთობის თანასწორების ნიჭი
თბილი -სი-ტყვითა კავშირის მძივი...
ცოდვით  გაწყვეტილი.