მრევლი - წმ. ანთიმოზ ივერიელის სახელობის დიუსელდორფის
ქართული მართლმადიდებლური სამრევლო

ეკუთვნის საქართველოს საპატრიარქოს და მის გერმანია-ავსტრიის ეპარქიას.

ეპარქიის მღვდელმთავარია მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე)

სამრევლოს წინამძღვარია არქიმანდრიტი ისე (გელაშვილი).

სამრევლო დაარსდა 19.11.2006 ქალაქ დიუსელდორფში.
სასამართლო წესით დარეგისტრირდა 20.02.2007.

უკვე 14 წლის განმავლობაში სამრევლოს ხელშეწყობით ქ. დიუსელდორფში ტარდება წირვა-ლოცვა ქართულ ენაზე.

სამრევლო მოქმედებს რელიგიურ, ჰუმანიტარულ და არაკომერციულ საწყისებზე.

დასაწყისში წირვა-ლოცვები ტარდებოდა რუსულ, შემდეგ სერბულ და ბოლოს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს დაქვემდებარებულ მართლმადიდებლურ ეკლესისში.

სამრევლოს მიზნებს შეადგენს: ზრუნვა სამრევლოს წევრების სულიერი და რელიგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისათვის წირვა-ლოცვების, საეკლესიო საიდუმლოებების ჩატარების და სულიერი და რელიგიური სწავლებების საშუალებით. კულტურულ-რელიგიური ღონისძიებების ჩატარება, რომლებიც გაგძლიერებენ მრევლს რწმენაში.
სამრევლოს მიზნებს განსაკუთრებით განეკუთვნებიან ეკლესიის და სამრევლოს შენობა-ნაგებობების აშენება, მორთვა-შემკობა, მოვლა. წირვა-ლოცვების ჩატარება. რელიგიური განათლების მიცემა და რელიგიის გაკვეთილების ჩატარება. საეკლესიო ქონების მართვა, სამღვდელო პირების მატერიალურად უყრუნველყოფა და ყველანაირი პირობების შექმნა. ინვალიდების, ავადმყოფების მოვლა-პატრონობა. ქართული კულტურის და სამზარეულუს პოულარიზაცია ევროპაში. აგრეთვე კულტურული, სამაცნიერო, ჰუმანიტარული და დახმარების პროექტებში მონაწილეობა როგორც საქართველოში აგრეთვე ევროპაში.

სამრევლოს საბჭო